LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახლა პაპუს დროა: ქართველი ფეხბურთელები ერთმანეთის მიყოლებით იმტვრევიან

37

საქართველოს ნაკრების ორი ფეხბურთელი, ბაჩანა არაბული და გიორგი ლორია დაშავდნენ.
უნგერეთის ჩემპიონატის 27-ე ტურის შეხვედრაში ქართველების “ბალმაზუივაროში” “ჰალადაშს” ესტუმრა და ქულა (0:0) მოიპოვა.
არაბული, ისევე როგორც ირაკლი მაისურაძე, სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. მე-16 წუთზე საქართველოს ნაკრების წინახაზელმა თავდამსხმელმა მოედანი ტრავმის გამო დატოვა. წინა ტურში კი, ”ბალმაზუივაროშის” მესამე ქართველმა, ლაშა შინდაგორიძემ ვარჯიშზე ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა, რის გამოც ოპერაცია დასჭირდა.

გიორგი ლორიასაც დროებით დასვენება მოუწევს. რუსეთის პრემიერლიგის 27-ე ტურში, საქართველოს ნაკრების მეკარის გუნდმა, მახაჭყალის ”ანჟიმ” შინ ეკატერინბურგის ”ურალი” მიიღო. სხვათა შორის, ამ გუნდში ჯვარედინი იოგების დაწყვეტის გამო, გიორგი ჭანტურია არ თამაშობს – მან ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაცია ახლახან დაიწყო.
59-ე წუთზე, მეტოქის ფეხბურთელთან შეჯახების შემდეგ ლორია ცუდად დაეცა და მარცხენა ხელზე იდაყვი ატკივდა. ქართველმა მეკარემ თამაშის გაგრძელება სცადა, თუმცა 64-ე წუთზე შესაცვლელი გახდა.

ბოლო ერთ კვირაში კი თავიანთი კლუბების შეხვედრებში ნიკა კვეკვესკირი, გიორგი მერებაშვილი და ლუკა ზარანდიაც დაშავდნენ.

რუსეთის პრემიერლიგიდან გავარდა გიორგი ნავალოვსკიs “სკა-ხაბაროვსკი“. ხაბაროვსკელები თავის მოედანზე მოსკოვის „დინამოსთან“ 0:1 დამარცხდნენ და ლიგაში დარჩენის თეორიული შანსი დაკარგეს. “დინამოსთან“ მატჩი საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველმა შეუცვლელად ჩაატარა.

 

ესპანეთში, ლა ლიგა 2-ის 36-ე ტურში „სარაგოსამ” „ალმერიას” უმასპინძლა და უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში 2:1 გაიმარჯვა.
სარაგოსელებმა ანგარიში 56-ე წუთზე ქართველის გოლით გახსნეს: გიორგი პაპუნაშვილმა ბორხა იგლესიასის გადაცემა ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა. მეორე გოლი კი თავად იგლესიასის ანგარიშზეა.
პაპუნაშვილი 66-ე წუთზე შეცვალეს. 22 წლის ქართველმა თავი ზედიზედ მეორე შეხვედრაში გამოიჩინა.
“ლა რომარედას” პუბლიკამ ჩვენებური ფეხბურთელი აპლოდისმენტებითა და მისი სახელის სკანდირებით გააცილა…

ესპანური საიტი Heraldo.es გიორგი პაპუნაშვილის კარგ თამაშს ეხმაურება.

“პაპუს დროა! – განაცხადა “სარაგოსას” მწვრთნელმა. მისი შეფასება დაფუძნებული იყო ვარჯიშებზე, ფეხბურთელზე დაკვირვებაზე, ასევე ის კარგად ამჩნევდა რამდენად უკეთესად თამაშობდა პაპუ წინა მატჩებში. მთელი ეს პროგრესი თამაშისას დადასტურდა, როდესაც პაპუნაშვილმა გოლი გაიტანა.
მას მალე “პაპუ” უწოდეს. პაპუნაშვილს თავდაპირველად ენის პრობლემა შეექმნა და თანაგუნდელებს ვერ ესაუბრებოდა, თუმცა შემდგომში მან ენის სწავლა დაიწყო.
“ლუგოს” წინააღმდეგ სათასო შეხვედრაში გატანილმა გოლმა პირველი იმედები გააჩინა, პაპუმ საბოლოოდ მოახერხა გუნდში ინტეგრირება.
წინა კვირაში მან გაიტანა, ახლა ისევ გაიტანა, “სარაგოსა” აშკარად უკეთესია მასთან ერთად ამ პოზიციაზე, ვიდრე ებასთან ერთად”, – ნათქვამია სტატიაში.

https://www.youtube.com/watch?time_continue=61&v=WJ4MMGM_Pd8

”სარაგოსას” დიდი სამსახური გაუწია ოთარ კაკაბაძის ”ხიმნასტიკმა”, რომელმაც პაპუნაშვილის გუნდის კონკურენტ “ნუმანსიას” ქულა წაართვა 0:0. მარჯვენა მცველმა, ოთარ კაკაბაძემ ტარაგონელთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა.

 

საბა ლობჟანიძემ დანიაში ისევ გაიბრწყინა. აუტსაიდერთა ჯგუფში მისი „რანდერსი“ „სონდერისკეს“ მასპინძლობდა და 3:0 დაამარცხა.

23 წლის ქართველმა გადამწყვეტი როლი შეასრულა. სამივე გოლი საბას ანგარიშზეა: მან 21-ე წუთზე ანგარიში გახსნა, სამ წუთში სტუმრების კარი მეორედ აიღო, ხოლო 73-ე წუთზე ლამაზი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 3:0.

აღსანიშნავია, რომ ფინალურ ჯგუფში ლობჟანიძემ ექვს შეხვედრაში ხუთი გოლი გაიტანა, რაც ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელია.

ლოგიკური იყო, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ქართველი შემტევი ნახევარმცველი დაასახელეს.

 

ვაკო გვილია იძულებითი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა. მან შვეიცარიის სუპერლიგის 31-ე ტურში “ციურიხთან” ითამაშა. ვაკომ მოედანზე 81-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც ანგარიში საყაიმო იყო (1:1), საბოლოოდ კი მისმა გუნდმა 2:1 გაიმარჯვა და ევროპა ლიგის ზონაში ადგილი გაიმყარა.

 

ამერიკის MLS ლიგის მორიგ ტურში, “სან ხოსე“, სადაც ვაკო ყაზაიშვილის გამოდის, სტუმრად “ორლანდო სიტისთან“ 2:3 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც მისი გუნდი 0:2 აგებდა.

 

ზაქარია ბეგლარიშვილმა ესტონეთის თასის მეოთხედფინალში ჩინებული მატჩი ჩაატარა – ტალინის „ფლორამ“ სტუმრად „კურესაარეს“ 7:0 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა. ესტონეთის ნაკრების ქართველმა კანდიდატმა აქტივში სამი საგოლე გადაცემა და გოლი ჩაიწერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები