ბრუს უილისის მეუღლე, ემმა ჰემინგი კვლავ გულახდილად საუბრობს იმ მძიმე და ემოციურ გადაწყვეტილებაზე, რომელიც „დემენციის“ დიაგნოზის გამო, მისი მეუღლის ცალკე საცხოვრებელ სახლში გადასვლას უკავშირდება.
ლოს-ანჯელესში, End Well 2025-ის კონფერენციაზე, ჰემინგმა აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯამდე მისვლა მისთვის საოცრად მტკივნეული იყო, თუმცა მისთვის გაუგებარია, რატომ გამოიწვია ყველივე ამან საზოგადოების ასეთი მწვავე კრიტიკა.
„ამ გადაწყვეტილების მიღება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ახლა რომ ვსაუბრობ, ისევ მახრჩობს ცრემლები. ასე არ წარმომედგინა ჩვენი ცხოვრება. მაგრამ უნდა გამეკეთებინა საუკეთესო ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი ოჯახისათვის. ვიცოდი, რომ ამას ბევრი განკითხვის თვალით შეხედავდა, თუმცა, მაინც გაუგებარია ასეთი მწვავე კრიტიკა. ჩემი ოჯახი გვერდში მიდგას, ჩვენ გვაქვს დიდი, შერეული ოჯახი და ყველანი ჩემ გვერდით დგანან, ბრუსის დედა, მისი და-ძმა, ბიძაშვილები… არავინ მაკრიტიკებს“, – ამბობს ჰემინგი.
ბრიუს უილისის ქალიშვილი აცხადებს, რომ მამა მას ვეღარ ცნობს – რუმერ უილისის ემოციური განცხადება


