მწერალი გიორგი კეკელიძე დაპატიმრებული ირანელი მომიტინგის, ერფან სოლტანის შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„ახლა საკანში ზის ის ბიჭი, ხვალ დილით რომ ჩამოხრჩობას შეპირდნენ სხვები.
იმ საკანში შეიძლება არის სარკმელი და იმ სარკმლიდან ჩანს ცა და ეს ცა ჩანს ჩემი ფანჯრიდანაც და მეშინია რომ ხვალ ამ საერთო, უღრუბლო ცაზე, ის ბიჭი არ დავინახო.
რადგან იმ ბიჭს ზეცაში ჯერ არაფერი ესაქმება. არც იმ გოგოს. არც იმ პატარას.
მათ მიწაზე უნდა იარონ“, – წერს გიორგი კეკელიძე.
ირანელი დემონსტრანტი, 26 წლის ერფან სოლტანი, რომელსაც დღეს სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა, ცოცხალია. ეუბნება მისი ოჯახის წევრი Sky News-ს. თუმცა, Sky News წერს, რომ სოლტანის ოჯახის ინფორმაციით, დემონსტრანტის ნებისმიერ დროს სიკვდილით დასჯის საფრთხე კვლავ არსებობს
არსებული ინფორმაციით, 26 წლის სოლტანის სიკვდილით დასჯა მიესაჯა მას შემდეგ, რაც ირანის დედაქალაქ თეირანის მახლობლად გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა.
მიმდინარე არეულობა, რომელიც მძიმე ეკონომიკური პირობებით არის გამოწვეული, ბოლო სამი წლის განმავლობაში ირანის ხელისუფლებისთვის ყველაზე დიდი შიდა გამოწვევაა.
ირანის სასულიერო ხელისუფლებამ, რომელიც ქვეყანას 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ მართავს, დემონსტრაციების მიმართ ორმაგი მიდგომის გამოყენება სცადა: მათ ეკონომიკური პრობლემების გამო გამოწვეულ პროტესტს ლეგიტიმური უწოდეს, პარალელურად კი, უსაფრთხოების ძალების მეშვეობით მკაცრ დარბევებს მიმართეს.
