ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია, რომელიც ამჟამად რუსეთში მოღვაწეობს, დედა გასული წლის ივნისში გახდა. მას შემდეგ ის აქტიურად აზიარებს „ინსტაგრამზე“ პატარა ოლივიას ფოტოებს, თუმცა არ არღვევს პირობას და შვილის სახეს კვლავ არ აჩენს. ცნობილია, რომ ქეთას ქალიშვილის სახე ექსკლუზიურად ერთ-ერთ გამოცემაში დაიბეჭდება.
ამ დღეებში მომღერალმა მორიგი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც კარგად ჩანს, რომ ოლივიას საყურე უკეთია. „ახლა საყურეებით ვართ“ – მიაწერა ფოტოს ქეთამ, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა: ნაწილი თვლის, რომ საყურე ბავშვისთვის ნაადრევი იყო, სხვების აზრით კი არაფერი ცუდი იმაში არ არის, რომ თვეების ბავშვს ყურები გაუხვრიტო.
https://www.instagram.com/p/BCTHOd2oVvQ/?taken-by=keti_one_official&hl=en