LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახლა ვხვდები, რას გრძნობდა ბებიაჩემი, როცა სალაროში ბევრი ფული გაუფუჭდა“- რას წერენ ქართველი “ინფლუენსერები” სოციალურ ქსელში მას შემდეგ რაც ფეისბუკზე “ფოლოუერები” გაქრა

107
საქართველოს შემოსავალი სატრანსპორტო მომსახურებიდან 2022 წელს (70)

დილიდან ფეისბუკმომხმარებლებისთვის ახალი ამბავი გახდა ცნობილი, მათი გამომწერების რაოდენობა შემცირდა.

პრობლემას გვერდით არ აუვლია თავად ფეისბუკის დამფუძნებლისთვის. მარკ ცუკერბერგს, რომელსაც 10 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავდა, ახლა სულ რაღაც 9993 ჰყავს.

მომხმარებლების ნაწილი ეჭვობს, რომ მიზეზი დაშვებული შეცდომაა, ნაწილი კი ფიქრობს, რომ “ფეისბუკის” ადმინისტრაცია სოციალური ქსელიდან ყალ­ბი გამომწერების­ გაქრობას ცდილობს.

რატომ იკლებს გამომწერების რაოდენობა Facebook-ზე – “ფო­ლო­უ­ე­რები” ცუკერბერგსაც შეუმცირდა

პრობლემას სოციალურ ქსელში იუმორით ეხმაურებიან.

„ახლა ვხვდები, რას გრძნობდა ბებიაჩემი, როცა სალაროში ბევრი ფული გაუფუჭდა.“- წერს დათო გორგილაძე.

„Mark Zuck – სად არის ჩემი, 356 ათასი ფოლოვერი?“ ?‍?, – წერს ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი.  

 

„დღეს დიდი ქოთქოთია ფბ ზე?
წაგვეშალა ფოლოუერები ასე რომ თუ ჯერ კიდევ ხარ ჩემი გამომწერი, დამიტოვე კომენტარი ფოტოზე?ვნახოთ, რამდენი დავრჩით აქტიურები“. – წერს მომღერალი ნინო ჩხეიძე.

„ცოლისმონამ ფოლოვერები წაგვართვა , თავიდან რა დაპოსტავს ამდენ ძლეობას“,  – წერს ჟურნალისტი ირაკლი გაფრინდაშვილი.

„თვალს გაახელთ და დიდი ამბავი დაგხვდებათ ფეისბუქზე.
ძალიან მეცინება :))))))))))))

წინასწარ გაფრთხილებთ, კივილი თუ გაიგონეთ, ინფლუენსერები იქნებიან. ეტყობა, ჯერ სძინავთ.:)))))
საქმე ასეა :

ყველას ჩამოაჭრა ფეისბუქმა ფოლოუერები და დატოვა მხოლოდ 9 ათასის ფარგლებში. ვიფიქრე, მხოლოდ ჩემი გაქრა, მაგრამ თურმე ყველასთან ასეა. ყოველ შემთხვევაში, მთავარ გვერდზე 9 000 ჩანს. თუ შევდივარ ფოლოუერებში, ხანდახან მაჩვენებს, რომ თავდაპირველი რაოდენობა შენარჩუნებულია, მაგრამ მხოლოდ ხანდახან ჩანს. ყოველთვის – არა. აი, მთავარზე, როგორც გითხარით, 9000 ,,სჩემტა” ჩანს. ეს ხალხი საბოოოდ ჩამოგვაშორეს, დროებით თუ მაინც გვხედავენ ახლაც, ეგ დაუდგენელია“. – წერს ჟურნალისტი ვახო სანაია.

„კარ და კარ ჩამოვივლი და ისე მოვუყვები ყველას რეკლამებს. ოჯახებში შემოგიცვივდებით, არაფრით არ დავნებდები ციფრულ საუკუნეს!
ვაი, ასე გამწარდა მარკ ცუკერბერგი, რავარც მე ვარ გამწარებული“!- ვკითხულობთ ჟურნალისტ დათო ლიკლიკაძის სტატუსში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g