LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახლაც და მომავალშიც უმთავრესი არის სოფელი, რომ ჩვენი თავის გამოკვება მაინც შეგვეძლოს – ლაშა პაპაშვილი

120
20200909172317

„რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი, ლაშა პაპაშვილი ფიქრობს, რომ 2021 წელს ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი სოფლის მეურნეობის გაძლიერება უნდა იყოს.

„ახლაც და მომავალშიც უმთავრესი არის სოფელი, რომ ჩვენი თავის გამოკვება მაინც შეგვეძლოს. აღარ არის ფუფუნების საგნები აქტუალური. გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ პირველადი მოხმარების საგნები ჩვენით ვაწარმოოთ. აქ პროდუქტსაც ვგულისხმობ. პატარა ერი ვართ, პატარა ქვეყანა და ბრწყინვალე ბუნებრივი პირობები გვაქვს. ძალიან სამწუხაროა, რომ ამას ვერ ვიყენებთ და ამ ნაწილში იმპორტს ვერ ვანაცვლებთ. ძალიან მძიმე მდგომარეობაა სოფლის მეურნეობაში“,- ამბობს პაპაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას .

რაც შეეხება 2020 წელს, ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ განვლილი წელი რთული იყო და მარტივი არც 2021 წლის დასაწყისი იქნება. პაპაშვილი პანდემიამდელ მაჩვენებლებზე დაბრუნებას 2022 წლიდან ვარაუდობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g