ნატალია პაჭკორია არის ერთადერთი ქართველი ონკოპაციენტი, რომელიც სტივ ჯობსის პროგრამისთვის შეარჩიეს.
ის კიბოს დამარცხების ინოვაციური მკურნალობის შედეგებსა და საკუთარ გამოცდილებაზე კურიერი P.S – თან საუბრობს.
მან 75 ქიმიოთერაპიის კურსი ჩაიტარა. თუმცა, კლასიკურმა მედიცინამ თავისი რესურსი ამოწურა და ექიმებმაც მხოლოდ 2 თვის სიცოცხლე უწინასწარმეტყველეს.
პროგრამის მონაწილეებს შორის ერთადერთი ქართველი ნატალია პაჭკორიაა. თუმცა, მკურნალობის მეთოდის მკაცრად არის გასაიდუმლოებული.
„სულ ვამბობდი, რომ გავიგო სიმსივნე მაქვს, ალბათ მეორე დღესვე მოვკვდები მეთქი.
ეს არის ბოლო სტადია იმისთვის, რომ რაღაცა წამალი გამოვიდეს და ბევრ ადამიანს ეშველოს. მეც მივეცი ჩემი სხეული რომ გამოცადონ… 4 წელია ცოცხალი ვარ და ეს ცოტა არ არის. ყველა ამბობს, რომ ასეთი კარგი შედეგი ჩვენ არ გვქონია.
მაგან გააკეთა ის საოცრება, რაც გააკეთა – სიმსივნე ახლად აღმოცენებული იყო ჭიპის არეში და ელენთაზე, სრულიად გააქრო“, – ამბობს ნატალია პაჭკორია.