LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახლახან ჩვენი მშვენიერი ანგელოზი, შეინი უკანასკნელ გზაზე გავაცილეთ“ – შინეიდ ო’კონორის ემოციურ პოსტს ავრცელებს

178
page

როგორც ცნობილია, ირლანდიელი მომღერლის, შინეიდ ო’კონორის შვილი გარდაიცვალა, 17 წლის შეინმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 55 წლის შინეიდი შვილის გარდაცვალებიდან მალევე კლინიკაში გადაიყვანეს, მას პანიკური შეტევები ჰქონდა. ის აცხადებდა, რომ შვილის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია.

„ჩემი ბიჭის გარეშე დაკარგული ვარ“ – შინეიდ ო’კონორი კლინიკაში გადაიყვანეს 

ცოტა ხნის წინ, 17 წლის შეინი დუბლინში დაკრძალეს. სამგლოვიარო ცერემონიალი ინდუისტური წესით ჩატარდა, მას ოჯახის ახლობელი, 50 ადამიანი ესწრებოდა.

აღსანიშნავია, რომ დაკრძალვაზე  შინეიდი ვარდისფერ ტანისამოსით მივიდა, მას ჰუდი და სპორტული შარვალი ეცვა. მოგვიანებით მან „ტვიტერზე“ პოსტი გაავრცელა.

„ახლახან ჩვენი მშვენიერი ანგელოზი, შეინი უკანასკნელ გზაზე გავაცილეთ. ძალიან ლამაზი ინდუისტური ცერემონიალი გვქონდა. მე მას კუბოში რამდენიმე კოლოფი სიგარეტი ჩავაყოლე, ეს იმ შემთხვევაში თუკი სიგარეტი ზეცაში არ დახვდება, მე კი ვარდისფერი ტანისამოსი მეცვა, მას ეს ყველაფერი მოეწონებოდა“, – წერს შინეიდი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები