LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახლო აღმოსავლეთში ვითარებას ღრმა შეშფოთებით ვაკვირდებით – ხაზს ვუსვამთ დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

146
საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ახლო აღმოსავლეთში ვითარებას ღრმა შეშფოთებით აკვირდება, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საგარეო უწყება სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ჩვენ ხაზს ვუსვამთ დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას რეგიონში დეესკალაციისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით“, – წერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე.

საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეებს ოფიციალური რეკომენდაციების დაცვისკენ და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საჭირო ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.

„რეგიონში ჩვენი საელჩოები სრულად ფუნქციონირებას აგრძელებენ და მზად არიან საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს დაეხმარონ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g