LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახტა, დახტა და ყველაფერს გადაახტა: ამერიკელი ახალ რეკორდებს ამყარებს

72

ამერიკელი მოტოციკლისტი 52 მანქანას, 16 ავტობუსსა და შადრევანს გადაახტა. ტრევის პასტრანა, მოტოფრისტაილის ერთ-ერთი ყველაზე დამსახურებული წარმომადგენელია და გულშემატკივრებს ახალ-ახალი მიღწევებითაც ხშირად ანებივრებს. ამჯერად კი სპორტსმენმა ერთდროულად რამდენიმე რეკორდის გაუმჯობესება შეძლო. პირველი ნახტომით, რომელიც ყველაზე მოკლე იყო და 43,59 მეტრი შეადგინა, მან 52 ავტომობილს გადაუფრინა. ამას მოყვა 58,52 მეტრიანი ნახტომი, რომლის დროსაც ტრევისი 16 ავტობუსს გადაახტა. თითოეული ავტობუსის სიგრძე კი 3,5 მეტრი იყო.
დაბოლოს, ბოლო და დამაგვირგვინებელი ნახტომი 45,23 მეტრს აღწევდა და მრბოლელმა 4,6 მეტრის სიმაღლის შადრევანს გადაუფრინა.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს პასტრანამ კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა, როცა ვაშინგტონის მთაზე ასვლა სულ რაღაც 5 წუთსა და 44,72 წამში შეძლო.

 

https://motor.ru/news/pastrana-jumps-09-07-2018.htm

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები