რამდენიმე ფანი მოედანზე შევარდა რონალდოსთან ფოტო რომ გადაეღოთ, ერთმა აკოცა კიდეც.
პორტუგალიამ ამხანაგურ მატჩში დიდი ანგარიშით წააგო ჰოლანდიასთან – 0:3.
კრიშტიანო რონალდო ერთხელაც მზად იყო გუნდი გაჭირვებიდან ამოეყვანა, მაგრამ გულშემატკივრების არაერთმა ინტერვენციამ მისი საბრძოლო განწყობა ჩაახშო.
„ოქროს ბურთის“ 5-გზის მფლობელთან ფოტოს გადაღების გამო მოედანზე რამდენიმე ახალგაზრდა შეიჭრა.
ერთი უფრო თამამი გამოდგა და რონის ამბორი გაუბედა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღით ადრე რონალდომ პორტუგალია ეგვიპტესთან წაგებისგან იხსნა. კრიშტიანომ გოლები 92-ე და 94-ე წუთებზე გაიტანა (2:1).
პორტუგალია მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფში ესპანეთს, მაროკოს და ირანს შეხვდება.
https://www.youtube.com/watch?time_continue=1&v=faCLBK-aEMM