LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აკვაკულტურის განვითარებას შავ ზღვაში დიდი პერსპექტივა აქვს – „ეს არის ბუნებისგან ნაჩუქარი ჯანსაღი ცილა“

140
Aquakultur

„ჩვენ გვჭირდება სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა. უნდა განხორციელდეს დაგეგმილი პროექტები, როგორებიცაა: საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება, სადაზღვევო სისტემის ამუშავება, უსაფრთხო მუშაობის საშუალება, შეიქმნას ლაგუნები და, რა თქმა უნდა, ნავსადგურები“, –  ამის შესახებ „საქმიან დილაში“ Maricultura Georgia-ს დამფუძნებელმა, მამუკა მიქაშავიძემ ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოში არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა, რომლის საშუალებითაც აკვაკულტურა განვითარდება.

„გვინდა შევიძინოთ სპეციალური ტექნიკა და გემი, რომლის საშუალებითაც გავზრდით წარმადობას, თუმცა საკანონმდებლო ბაზა არ არსებობს, რომლის დახმარებით გავაფორმებთ შეძენის დოკუმენტაციას, აგრეთვე არ გვაქვს ნავსადგური, სადაც აღნიშნულ გემს დავაბინავებთ“, – აღნიშნავს მიქაშავიძე.

მისი ინფორმაციით, საქართველოს ზღვის აკვატორია 315 კილომეტრია, რომლის პოტენციალიც წლის განმავლობაში 2-3 ათასი ტონა მოლუსკისა და ზღვის პროდუქციის წარმოებაა, ეს არის ბუნებისგან ნაჩუქარი ჯანსაღი ცილა, რომელზეც მოთხოვნა მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად 17%-ით იზრდება. შესაბამისად, მამუკა მიქაშავიძე აღნიშნავს, რომ აკვაკულტურის განვითარებას შავ ზღვაში დიდი პერსპექტივა აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g