რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ რუსი მომღერლის, ალა პუგაჩოვას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. უწყებას ამ მოთხოვნით ფედერალურმა საგამოძიებო უწყებამ მიმართა. განცხადების მიხედვით, არსებობს რიგი მტკიცებულებები, რომ რუსი მომღერალი უკრაინულ ჯარს ფინანსურად ეხმარება. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
ამ ეტაპზე ალა პუგაჩოვა ისრაელში ცხოვრობს. მან ჯერ კიდევ ომის დაწყების პირველივე დღეებში ოფიციალურად გააჟღერა თავისი პოზიცია რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით და ქვეყანაც ამ მოტივით დატოვა.
ორი ვარსკვლავი რუსეთის წინააღმდეგ – ალა პუგაჩოვა და ზემფირა ერთმანეთს ისრაელში შეხვდნენ
„აღფრთოვანებული ვართ მისი სიმამაცითა და გამბედაობით“ – ჯგუფი Pet Shop Boys ალა პუგაჩოვაზე