LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მთელ რუსეთს ალა პუგაჩოვა ინახავდა თავისი ფულით, ახლა გახდა საძულველი?“ – ლაიმა ვაიკულე რუსებს მიმართავს

417
ლაიმა-ვაიკულე

ლატვიელი მომღერალი ლაიმა ვაიკულე ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ისევ რუსულ აგრესიაზე საუბრობს და ამჯერად რუსეთის მოსახლეობას შეახსენებს, რა როლი აქვს კულტურის განვითარებაში ალა პუგაჩოვას.

,,ალა ინახავდა მთელ რუსეთს თავისი ფულით. ჩვენ ერთად იმდენ ფულს ვშოულობდით საბჭოთა რუსეთში, თქმაც კი მრცხვენია. ალა, როგორც მუსიკოსი, როგორც ადამიანი, პირველ ადგილზეა. ახლა გახდა საძულველი?  ჩემზე საუბარი მეუხერხულება, მაგრამ გახსოვთ ყველას, როგორ ვავსებდი სტადიონებსა და საკონცერტო დარბაზებს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, მთელი რუსული ელიტა ერთად რომ დააყენო, პუგაჩოვამდე ვერავინ და ვერაფერი მივა“, –  ამბობს ვაიკულე.

მუსიკოსი უკვე მერამდენედ ღიად გმობს რუსულ აგრესიას უკრაინის ტერიტორიაზე და ამბობს, რომ რუსეთთან ყველანაირ კავშირს წყვეტს.

„მარგარიტა სიმონიანს ყველა ბედნიერი ადამიანის შურს, რადგან თავად უბედურია“- ლაიმა ვაიკულე

„სრულ ჭკუაზე ხარ მარგარიტა? შენ ხარ არასრულფასოვანი ადამიანი“ – ლაიმა ვაიკულე მარგარიტა სიმონიანს მიმართავს

ლაიმა ვაიკულე უკრაინაში ომის წინააღმდეგ გამოდის: „გაჩერდით! გევედრებით!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები