LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორი ვარსკვლავი რუსეთის წინააღმდეგ – ალა პუგაჩოვა და ზემფირა ერთმანეთს ისრაელში შეხვდნენ

120
ალა-პუგაჩოვა

ცნობილი ხდება, რომ რუსეთიდან წასული ალა პუგაჩოვა თელ-ავივში ზემფირას კონცერტზე იმყოფებოდა. ამ უკანასკნელმა რუსეთი ჯერ კიდევ თებერვალში, უკრაინაში ომის დაწყებისთანავე დატოვა და ღიად გააკრიტიკა რუსეთი აგრესიაში. კონცერტზე ალასთან ერთად გადაღებული ახალი ფოტო ზემფირამ სოციალურ ქსელში განათავსა და პუგაჩოვას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ალა ბორისოვნა მესტუმრა კონცერტზე, მუსიკოსები შეაქო, ბევრი კომპლიმენტი მითხრა. ძალიან მიყვარს, ჩვენ ორივე ჩვენი ქვეყნის შვილები ვართ“ – წერს ზემფირა.

ზემფირამ ომის დაწყებისთანავე ახალი სიმღერაც დაწერა და ღიად თქვა, რომ რუსული აგრესია გაუმართლებელია.

რუსეთის რადიოსადგურებში ალა პუგაჩოვასა და ვალერი მელაძის სიმღერების გაშვება აიკრძალა

ზემფირამ უკრაინის ომზე სიმღერა ჩაწერა – კლიპი უმძიმესი კადრებით რუსეთის სისასტიკეზე

ვიდეო: „ნუ ისვრი!“ – ზემფირამ უკრაინის ომს სიმღერა მიუძღვნა, კლიპი ომის შემზარავ კადრებს აერთიანებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები