“მომილოცავს გაზაფხულის დადგომა” – ასეთი სიტყვით გამოვიდა 66 წლის რუსული შოუბიზნესის დედოფალი ალა პუგაჩოვა სადღესასწაულო სუფრაზე, რომლითაც ალამ და მისმა უახლოესმა მეგობრებმა გაზაფხულის შემოსვლა აღნიშნეს.
ტრადიციის მიხედვით, პრიმადონა და მისი 39 წლის მეუღლე მაქსიმ გალკინი გაზაფხულის დაადგომას მეგობრების წრეში აღნიშნავენ. წვეულება ამჯერად მაკარევიჩის აგარაკზე გაიმართა და სტუმართა სიაში მოხვდნენ ისეთი პოპულარული ადამიანები, როგორიცაა ფილიპ კირკოროვი, ანდრეი მაკარევიჩი, ჯგუფ ”ა-სტუდიო”-ს წევრები და სხვა.
სადღესასწაულო სუფრა ჟურნალისტებისთვის დახურული გამოდგა, თუმცა პაპარაცებმა მაინც შეძლეს გადაეღოთ იქ დამსწრე საზოგადოება, ზოგმაც სურათები სოც-ქსელის მეშვეობით გაავრცელა.
აღსანიშნავია, რომ 66 წლის პრიმადონა თეთრ, სიფრიფანა კაბაში იყო გამოწყობილი და თუ სურათების მიხედვით ვიმსჯელებთ, სადღესასწაულო სუფრამ საკმაოდ მხიარულადაც ჩაიარა…