LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალა პუგაჩოვამ ტერაქტის საშიშროების გამო ქასტინგი შეაჩერა

59

როგორც ერთ-ერთი რუსული გამოცემა იტყობინება, ალა პუგაჩოვამ საკუთარ სკოლაში ქასტინგი შეაჩერა იმის გამო, რომ პოლიციაში ანონიმური ზარი შევიდა ტერაქტის საშიშროების შესახებ.

ამავე გამოცემის ცნობით, რუსული შოუბიზნესის დედოფალი, დღეში მხოლოდ ერთხელ გამოდის სახლიდან და მოსწავლეებს ვიდეოგაკვეთილების მეშვეობით ამეცადინებს.

თავად მომღერალი ამ საიტის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას კრიტიკულად გამოეხმაურა ”რა სისულელეა? საიდან მოგაქვთ ასეთი ინფორმაცია? – წერს კომენტარს პუგაჩოვა.

გარდა ამისა, როგორც მისი სკოლის წარმომადგენლები ამბობენ, ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. მათი თქმით, მომღერალი ყოველდღიურად დადის სკოლაში და სულ ახლახანს ბავშვებს ეთიკის გაკვეთილიც ჩაუტარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები