ალაბამას შტატის სენატორმა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ღია წერილი მისწერა.
წერილში სენატორი უკმაყოფილებას გამოხატავს, ოლიმპიურ თამაშებში Georgia-ს, როგორც დამოუკიდებელ სუბიექტად მონაწიელობის შესახებ.
როგორც ჩანს სენატორს Georgia მხოლოდ აშშ-ს შტატი ჰგონია, საქართველოს არსებობის შესახებ კი წარმოდგენაც არ აქვს.
“გუშინ ღამე ოჯახთან ერთად ვუყურებდი ოლიმპიურ თამაშებს და გაოგნებული დავრჩი, როცა ვნახე თუ როგორ გამოაცხადეს “Georgia” დამოუკიდებელი სუბიექტად. ჩვენც მოვითხოვთ, ოლიმპიურ თამაშებში ალაბამაც ჩაერთოს დამოუკიდებელ სუბიექტად. ალაბამას ათლეტები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერები არიან”,- წერს სენატორი.