LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალასანია სააკაშვილზე: ძალიან ცდილობს, რაღაც შეჭამოს, მაგრამ ორი ლუკმა არის მაქსიმუმი, ზოგჯერ ამასაც ვერ ინარჩუნებს

137
Untitled design (1)

კლინიკა „ვივა მედში“ მყოფი მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა.

ალასანიამ ჟურნალისტებთან სააკაშვილის ჯანმრთელობის გართულებულ მდგომარეობაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „საკვების ორი ლუკმა არის მაქსიმუმი, რომლის მიღებასაც ის ცდილობს“.

კანონით გაუთვალისწინებელი გამონაკლისი ვერავის მიმართ იქნება დაშვებული – რატი ბრეგაძე სააკაშვილისთვის სასჯელის შესაძლო გადავადებაზე

„დავდივარ ყოველდღე და ვარ მოწმე, რომ ძალიან ცდილობს, რაღაც შეჭამოს, მაგრამ ორი ლუკმა არის ხოლმე მაქსიმუმი, ორ ლუკმასაც ზოგიერთ შემთხვევაში ვერ ინარჩუნებს, ამოდის უკან.. თუ ინარჩუნებს, ძალიან უჭირს, ეწყება ხშირი სუნთქვა და ადამიანს უჭირს საკვების მიღება“, – განაცხადა გიული ალასანია.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რას ფიქრობს „ვივამედის“ დირექტორის განცხადებაზე, რომ მიზანმიმართულად არ იღებს საკვებს, გიული ალასანია აღნიშნავს:

„ეს ძალიან უცნაურ განცხადებად მეჩვენება, იმიტომ, რომ მეც ვარ ამის მოწმე, და დავსწრებივარ როგორ ხდება კვება“.

„ვივამედის“ დირექტორი სააკაშვილზე: იღებს მხოლოდ სასურველ საკვებს, ისიც მხოლოდ სასურველ დღეებში ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ჭამს, უფრო ალბათ – არ ჭამს

„მიხეილ სააკაშვილი უარს კი არ ამბობს კვებაზე, ვერ იკვებება“ – გიული ალასანია “ვივამედის” განცხადებაზე

პოპულალურები