როგორც მოსალოდნელი იყო, ლედი გაგამ მომავალი მუსიკალური პროექტის დეტალები გაამხილა. მართალია, არტისტი ახალი დისკის გამოშვებას თებერვლისთვის აანონსებდა, თუმცა ცნობილი გახდა, რომ ის დღის სინათლეს, 7 მარტს იხილავს. მომღერლის მეშვიდე სტუდიურ ალბომს – Mayhem ჰქვია და ის 14 ტრეკს, მათ შორის Gesaffelstein-თან კოლაბორაციას აერთიანებს.
ფირფიტაში ლედი გაგასა და ბრუნო მარსის ერთობლივი სიმღერაც – Die with a Smile შედის.
ლედი გაგამ საკუთარ საიტზე ტაიმერი ჩართო – მომღერალი ახალი დისკის დეტალებს გაამხელს
მომღერლის განმარტებით, ალბომი დამსხვრეული სარკის ხელახლა აწყობას ჰგავს, რაც გულისხმობს მისი შიშის დაძლევას, დაბრუნებულიყო იმ პოპ მუსიკასთან, რომლითაც მსმენელმა გაიცნო.