ამერიკელი რეჟისორი ჯოელ სოუზა, გადასაღებ მოედანზე დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, პირველ კომენტარს ავრცელებს, – ამის შესახებ BBC წერს.
ჯოელ სოუზა ამბობს, რომ განადგურებულია მეგობრისა და კოლეგის, ჰალინა ჰატჩინსის დაკარგვის გამო.
გადასაღებ მოედანზე ალეკ ბოლდუინის მიერ ნასროლმა ტყვიამ ახალგაზრდა ქალი იმსხვერპლა, დაჭრილია მამაკაცი
„ის იყო კეთილი, ენერგიული, წარმოუდგენლად ნიჭიერი, ბევრს იბრძოდა და ყოველთვის მიბიძგებდა, უკეთესი გავმხდარიყავი. ახლა, ამ რთულ დროს, ჩემი ფიქრები მისი ოჯახისკენაა მიმართული. მადლობელი ვარ იმ სიყვარულისთვის, რომელიც ვიგრძენი კინემატოფრაფთა საზოგადოებისგან, სანტა-ფეს მოსახლეობისგან და ათასობით უცხო ადამიანისგან. ეს აუცილებლად დამეხმარება გამოჯანმრთელებაში“, – აღნიშნავს ის.
ოპერატორი ჰალინა ჰატჩინსი ჰოლივუდის ცნობილმა მსახიობმა, ალეკ ბოლდუინმა ფილმ Rust-ის გადასაღებ მოედანზე სარეკვიზიტო იარაღით მოკლა.
დაჭრილი რეჟისორი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. ფილმის გადამღები კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ინციდენტი იმ სცენის გადაღების დროს მოხდა, როდესაც ბოლდუინს ცარიელი ვაზნებით უნდა ესროლა.
„მე ის მოვკალი“ – ალეკ ბოლდუინი მომხდარი ტრაგედიის შემდეგ