LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალეკო ელისაშვილი: იმის მაგივრად, ბოდიშები უხადონ გადარჩენილებს საკუთარი უმოქმედობის გამო, დგანან და ხალხს გადარჩენას აყვედრიან, საკუთარი თავგანწირვით გადარჩენას

445
ფორტუნა - 2023-08-15T131529.177

„სტიქიას გადარჩენილი ადამიანების თავგანწირვის, განცდილი სტრესის და შეუპოვრობის აბუჩად აგდება „ნაციონალებსაც“ არ უკადრიათ”, – ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოცქსელში წერს.

„რა ჯანდაბას უკეთებს ხალხს ეს ძალაუფლება და სკამზე ჩაბღაუჭება. ამაზრზენი საყურებელია. იმის მაგივრად, ბოდიშები უხადონ გადარჩენილებს საკუთარი უმოქმედობის გამო, დგანან და ხალხს გადარჩენას აყვედრიან, საკუთარი თავგანწირვით გადარჩენას. „ოცნება“ უნდა გავუშვათ აუცილებლად, სრულ მარაზმში არიან უკვე და ისინი არ უნდა დავაბრუნოთ, “ნაციონალები”, – წერს ელისაშვილი.

შსს – ამ დროისთვის შოვში, სტიქიის ეპიცენტრის, მიწის მასის 90% გადამოწმებულია

 

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ეეჭვება, მეწყერის ერთი ნაპირიდან მეორეზე ვინმეს გადასვლა მოეხერხებინა“,

„ეს გადასამოწმებელია“,- აღნიშნა ქართული ოცნების თავმჯდომარემ.

„ჩვენ მაგ ტერიტორიაზე მეორე დღეს ვიყავით და იქ გადასვლა, პრაქტიკულად, წარმოუდგენელი იყო“ – ირაკლი კობახიძე შოვის სტიქიის დროს გავრცელებულ ფოტოზე

შოვის ტრაგედიისას გადარჩენილი დავით ჯელაძე ირაკლი კობახიძის განცხადებას მალევე გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში დაწერა,

„ეს რა თქვი, როგორ არ გრცხვენია“. კობახიძის განცხადებას ეხმაურება დავით ჯელაძის და, მარი ჯელაძე  და შოვის ტრაგედიისას გადარჩენილი მარიამ ბერიანიძე.

 

„ირაკლი კობახიძეს რომ ამ კანიბალების შემოტევა აქვს, განსხვავება მათ შორის ხომ ასეთი ნათელია“ – რას წერს ნინო წილოსანი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g