„ისევ ორი, რადიკალურად განსხვავებული საქართველოს ამბავია: ერთი – საბედნიეროდ, პატარა ნაწილი, ჩასაფრებული, აგრესიული, გაბოროტებული, ძალადობრივი, ღვარძლიანი, მოდელირებული, ილუზორული და მეორე – ყველა სხვა დანარჩენი“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.
ნინო წილოსანი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მიერ, შოვის სტიქიასთან დაკავშირებით გუშინ გაკეთებულ განცხადებებსა და ამ განცხადებების საპასუხო გამოხმაურებებს ეხმიანება და წერს, რომ „ირაკლი კობახიძეს კანიბალების შემოტევა აქვს“.
„ჩვენ მაგ ტერიტორიაზე მეორე დღეს ვიყავით და იქ გადასვლა, პრაქტიკულად, წარმოუდგენელი იყო“ – ირაკლი კობახიძე შოვის სტიქიის დროს გავრცელებულ ფოტოზე
კობახიძე შოვის ტრაგედიაზე: „ვერავითარი დამატებითი რესურსის ჩართვით, ვერც ერთი ადამიანით მეტი ვერ გადარჩებოდა“
„ყველაფერი სწორხაზოვნად და ერთმნიშვნელოვნად რომ უნდათ მიიღო, ეს ის ადამიანები არიან, სხვა შემთხვევაში ჩაგქოლავენ… როცა მათ არ სურთ, მოსაზრებაც კი არ უნდა გამოთქვა, ვინაიდან მსჯელობა არც კი განიხილება..
მაშინ, როცა საქართველოს უდიდეს ნაწილს ამ მძიმე ტრაგედიის გამო ღამეები არ გვეძინა, ეს მცირე ნაწილი მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, სათავისოდ როგორ გამოეყენებინა ეს ვითარება.
ირაკლი კობახიძეს რომ ამ კანიბალების შემოტევა აქვს, განსხვავება მათ შორის ხომ ასეთი ნათელია..
მინდა დიდი პატივისცემა გამოვუცხადო სტიქიას გადარჩენილ თითოეულ მოქალაქეს, ძალიან მახარებს, რომ მოახერხეთ და შეძელით ამ საშინელი ტრაგედიისგან თავის დაღწევა“, – წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.
ისევ ორი, რადიკალურად განსხვავებული საქართველოს ამბავია:
ერთი – საბედნიეროდ პატარა ნაწილი, ჩასაფრებული, აგრესიული,…
Posted by ნინო წილოსანი • Nino Tsilosani on ორშაბათი, 14 აგვისტო, 2023
„ეს რა თქვი“… „როგორ არ გრცხვენია, ამას რომ ამბობ – ჩემმა ძმამ რამხელა გზა გაიარა მაშოსთან ერთად, რომ ნაპირზე გადასულიყვნენ და ისევ უკან დაბრუნდა ჩვენს საშველად“ – სტიქიას გადარჩენილი და-ძმა ჯელაძეები კობახიძის განცხადებას ეხმიანებიან
ლანა ჯელაძე: კობახიძის ნათქვამს რომ ვეცნობოდი, თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა – ამ ადამიანს უბრალოდ არ უნდოდა, რომ გადავრჩენილიყავით
„ყოველი წამი გადამწყვეტი იყო.. კოტეჯებიდან ადამიანის განწირული ხმა ისმოდა.. ერთი ადამიანი სტვენდა კიდეც თურმე, შველას ითხოვდა“ – ლანა ჯელაძე
ვიდეო: „ვაიმე, დაიღალა საწყალი.. გადმოდი, გადმოდი“ – ვრცელდება ვიდეო, თუ როგორ გადმოდის დამეწყრილ ტერიტორიაზე დავით ჯელაძე ზურგზე მოსული ბავშვით
„გადავიდნენ ჩვეულებრივ ტაქტიკაზე: „გაშავება“. ხალხის გადარჩენა კი არა, დაზარალებულებს ერჩიან..“ – შეფასებები ირაკლი კობახიძის განცხადებაზე
„სტიქიის შედეგებთან ერთად ტრაგედიით მოსარგებლეების მიერ გავრცელებულ სიცრუეს თუ მანიპულაციებსაც ვებრძვით.. რომლებმაც, ცალკეულ შემთხვევებში, სტიქიისგან დაზარალებული ადამიანების ნაწილზეც იმოქმედა“ – მამუკა მდინარაძე
„დღევანდელმა განცხადებამ შოკში ჩამაგდო.. მე რომ მეწყერზე გადავდიოდი, ქვემოდან ისმოდა ვიღაც ადამიანის ხმა და ითხოვდა შველას“ – დავით ჯელაძე ირაკლი კობახიძის განცხადებაზე
„შენ არ განგიცდია, რას ნიშნავს ბავშვი ზურგზე გეჯდეს და მუხლამდე ეფლობოდე მეწყერში“ – შოვის სტიქიას გადარჩენილი გიო ადამია კობახიძეს პასუხობს
„გადარჩენა დაგვამადლეს, მატყუარებიც გვიწოდეს და რა იქნება შემდეგი“ – შოვის სტიქიას გადარჩენილი მარიამ ბერიანიძე