LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გადარჩენა დაგვამადლეს, მატყუარებიც გვიწოდეს და რა იქნება შემდეგი“ – შოვის სტიქიას გადარჩენილი მარიამ ბერიანიძე

684
Untitled design

3 აგვისტოს, შოვის სტიქიას გადარჩენილი მარიამ ბერიანიძე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მიერ დღეს, სტიქიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება.

„ჩვენ მაგ ტერიტორიაზე მეორე დღეს ვიყავით და იქ გადასვლა, პრაქტიკულად, წარმოუდგენელი იყო“ – ირაკლი კობახიძე შოვის სტიქიის დროს გავრცელებულ ფოტოზე

კობახიძე შოვის ტრაგედიაზე: „ვერავითარი დამატებითი რესურსის ჩართვით, ვერც ერთი ადამიანით მეტი ვერ გადარჩებოდა“

ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომ – „ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თითქოს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათი ებრძოდა ღვარცოფს, რაც არის წარმოუდგენელი ტყუილი“ – მარიამ ბერიანიძე საპასუხოდ წერს:

„გადარჩენა დაგვამადლეს, მატყუარებიც გვიწოდეს და რა იქნება შემდეგი? 3 აგვისტოდან 11 დღე გავიდა, იქნებ ჯერ მოგეკითხეთ მაინც რომელიმე“, – წერს მარიამ ბერიანიძე.

ამასთან, მარიამ ბერიანიძე ვრცელ სტატუსსაც აქვეყნებს:

„როცა გგონია, რომ ამაზე მეტი ფსკერი რა უნდა მოხდეს, მაგრამ ყოველ ჯერზე ცდები. ბატონო ირაკლი, 11 დღის განმავლობაში ერთხელ რომ დაინტერესებულიყავით გადარჩენილების მდგომარეობით და მომხდარით, იქნებ გაგეგოთ, რომ ტალღა, რომელმაც დაგვარტყა 20 სანტიმეტრიანი კი არა, 3 მეტრიანი იყო, მეწყერის ამ ტალღამ კიდევ რამდენიმე მეტრი გვათრია, ტალახის კიდეზე კი არა, მეწყერის შუაგულში ვიყავით და დიახ, 3 საათი!!!

3 საათი ვითხოვდით შველას, ვიფლობოდით მეწყერის 4 მეტრამდე ტალახში და განწირულები ვითხოვდით შველას, იქნებ 112-ის ჩანაწერები მაინც შეამოწმოთ, ჩვენი თუ არ გჯერათ.

ან იქნებ სტიქიის ეპიცენტრიდან გადაღებულ ფოტოებს გაეცნოთ, ერთი ვიდეო მეც მაქვს და გამოგიგზავნით. იქნებ დამანახოთ, სად არის ის ნაპირი, სადაც ჩვენ გავიჭედეთ, მე კი დაგანახებთ მეწყერის ცენტრალურ ნაწილში გაჭედილ 16 ადამიანს!

იმ ადგილზე ვიყავით გაჭედილები, რომლის გაწმენდა დღეისთვის არ მომხდარა, რადგან მეწყერის ყველაზე დიდი ნაწილი მანდაა ჩამოტანილი და მაშველებისთვისაც საშიში ზონაა!

ჩვენ გადაგვიარა მეწყერმა და გადავრჩით, თურმე შესაძლებელი ყოფილა გადარჩენაც, მაგრამ ამის აღიარება არა! მთლიანად სირცხვილია ეს ბრიფინგი! სირცხვილია თქვენი გულგრილობა, სირცხვილია ეს ქვეყანა! #ჩემიქვეყანამკლავს!“, – წერს მარიამ ბერიანიძე სოციალურ ქსელში.

 

როცა გგონია, რომ ამაზე მეტი ფსკერი რა უნდა მოხდეს მაგრამ ყოველ ჯერზე ცდები. ბატონო ირაკლი 11 დღის განმავლობაში ერთხელ…

Posted by Berianidze Mariami on ორშაბათი, 14 აგვისტო, 2023

 

„ეს რა თქვი“… „როგორ არ გრცხვენია, ამას რომ ამბობ – ჩემმა ძმამ რამხელა გზა გაიარა მაშოსთან ერთად, რომ ნაპირზე გადასულიყვნენ და ისევ უკან დაბრუნდა ჩვენს საშველად“ – სტიქიას გადარჩენილი და-ძმა ჯელაძეები კობახიძის განცხადებას ეხმიანებიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები