LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ვაიმე, დაიღალა საწყალი.. გადმოდი, გადმოდი“ – ვრცელდება ვიდეო, თუ როგორ გადმოდის დამეწყრილ ტერიტორიაზე დავით ჯელაძე ზურგზე მოსული ბავშვით 

1581
დავით ჯელაძე

დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „გადასამოწმებელია“ ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, დავით ჯელაძე ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირამდე გადავიდა.

„ჩვენ მაგ ტერიტორიაზე მეორე დღეს ვიყავით და იქ გადასვლა, პრაქტიკულად, წარმოუდგენელი იყო“ – ირაკლი კობახიძე შოვის სტიქიის დროს გავრცელებულ ფოტოზე

კობახიძე შოვის ტრაგედიაზე: „ვერავითარი დამატებითი რესურსის ჩართვით, ვერც ერთი ადამიანით მეტი ვერ გადარჩებოდა“

აღნიშნული განცხადების შემდეგ სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, თუ როგორ გადმოდის დავით ჯელაძე ბავშვთან ერთად დამეწყრილ ტერიტორიაზე.

„დავით ჯელაძე ზურგზე ბავშვით, როცა ჯერ კიდევ ნახევარი გზა ჰქონდათ გავლილი. ქალის (ვინც იღებს) ხმა ვიდეოში:

„ვაიმე, დაიღალა საწყალი!… გადმოდი, გადმოდი!…“, – წერს ლაშა ბერულავა.

„გადავიდნენ ჩვეულებრივ ტაქტიკაზე: „გაშავება“. ხალხის გადარჩენა კი არა, დაზარალებულებს ერჩიან..“ – შეფასებები ირაკლი კობახიძის განცხადებაზე

„სტიქიის შედეგებთან ერთად ტრაგედიით მოსარგებლეების მიერ გავრცელებულ სიცრუეს თუ მანიპულაციებსაც ვებრძვით.. რომლებმაც, ცალკეულ შემთხვევებში, სტიქიისგან დაზარალებული ადამიანების ნაწილზეც იმოქმედა“ – მამუკა მდინარაძე

„ეს რა თქვი“… „როგორ არ გრცხვენია, ამას რომ ამბობ – ჩემმა ძმამ რამხელა გზა გაიარა მაშოსთან ერთად, რომ ნაპირზე გადასულიყვნენ და ისევ უკან დაბრუნდა ჩვენს საშველად“ – სტიქიას გადარჩენილი და-ძმა ჯელაძეები კობახიძის განცხადებას ეხმიანებიან

„დღევანდელმა განცხადებამ შოკში ჩამაგდო.. მე რომ მეწყერზე გადავდიოდი, ქვემოდან ისმოდა ვიღაც ადამიანის ხმა და ითხოვდა შველას“ – დავით ჯელაძე ირაკლი კობახიძის განცხადებაზე

 

 

? დავით ჯელაძე ზურგზე ბავშვით, როცა ჯერ კიდევ ნახევარი გზა ჰქონდათ გავლილი. ქალის (ვინც იღებს) ხმა ვიდეოში:
“ვაიმე, დაიღალა საწყალი!… გადმოდი, გადმოდი!…”

Posted by ლაშა ბერულავა on Monday, 14 August 2023

 

 

 

 

ამ ვიდეოში ძალიან კარგად ჩანს დავით ჯელაძე პატარა მაშოსთან ერთად როგორ ცდილობს გადმოკვეთოს დამეწყრილი ადგილი….
Jeni Sultanishvili

Posted by გრიგოლი ბასილაია on Monday, 14 August 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები