LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალეკო ელისაშვილი „ქართულ ოცნებაზე“ – „ირანში რამდენი ვინმე მოკვდა, იმდენი კუბოს თავი ურტყეს, ტრამპის ინაუგურაციაზე დაპატიჟებენ კი არა, ამათ „საპოჟნიკიც“ არ შეხვდება“

167
ალეკო ელისაშვილი

„რადიო თავისუფლების“ წყაროს ინფორმაციას, რომლის თანახმად, აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, რომელშიც „ივანიშვილის „მაცოცხლებელთა ქსელის“ შესახებ არის საუბარი და გაცემულია 25 პირის დასანქცირების რეკომენდაცია, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ეხმაურება.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრის დროს ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, „სანქციები გრძელდება, ფართოვდება და ისე დაიწყეს საუბარი, როგორც იმსახურებენ“.

„ირანში რამდენი ვინმე მოკვდა, იმდენი კუბოს თავი ურტყეს. ტრამპის ინაუგურაციაზე დაპატიჟებენ კი არა, ამათ „საპოჟნიკიც“ არ შეხვდებათ, ისეთ დღეში არიან. სასტუმროს წინ რომ შვეიცარები დგანან, არ მიესალმებიან საზღვარგარეთ რომ წავიდნენ, ისეთი ძონძები გახდნენ. სანქციები გრძელდება, ფართოვდება, ისე დაიწყეს საუბარი, როგორც იმსახურებენ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

რომან გოცირიძე: „თუ ამერიკა იმ ადამიანებს დაასანქცირებს, ვისი სიაც კონგრესმა აშშ-ს მთავრობას გადასცა, ეროვნული ბანკი სრულიად პარალიზებული იქნება, ნათია თურნავას კი მომენტალურად გადადგომა მოუწევს“

ცნობისთვის, „რადიო თავისუფლების“ წყაროს ცნობით, შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, რომლითაც მას „ქართული ოცნების“ „ავტორიტარული მმართველობის, არჩევნების გაყალბებისა“ და „ჩინეთის, რუსეთისა და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრის“ შესახებ ატყობინებენ. გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ ამავე წერილში, ჩამოთვლილია საქართველოს პოლიტიკურ და ბიზნესსცენაზე მყოფი 25 ადამიანი, – „ივანიშვილის „მაცოცხლებელთა“ [enablers] ქსელი“, – რომლებიც, წერილის თანახმად, არიან „ელიტური გარემოცვა, კორუმპირებული ფინანსური მუშაკები, პროპაგანდისტები და ისინი, ვინც რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს ამუშავებენ“.

ფოტო სლაიდზე: ინტერპრესნიუსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g