LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექს როდრიგესი ჯეი ლოსა და ბენ აფლეკის რომანით შოკირებულია – ახალი დეტალები

7788
Untitledjjj

სულ რაღაც 2 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც  ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი 4 წლიანი რომანის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ.  ტაბლოიდების ცნობით, ალექსი ჯეი ლოსთან შერიგებას აქტიურად ცდილობდა.

ჯეი ლოსთან დაშორებამდე და დაშორების შემდეგ – ალექს როდრიგესი ფოტოს ავრცელებს

რამდენიმე საათის წინ ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი რომანტიკულ მოგზაურობაში გაემგზავრნენ. შეყვარებულებმა გეზი სამთო კურორტისკენ, მონტანასკენ  აიღეს, სადაც  აფლეკი სახლს ფლობს.

ფოტო: ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი რომანტიკულ მოგზაურობაში გაემგზავრნენ

როგორც ჩანს, აღნიშნულმა ინფორმაციამ და ინტერნეტსივრცეში გავრცელებულმა ფოტოებმა არამარტო ჩვენ, არამდე ალექს როდრიგესიც გაოცებული დატოვა. ინსაიდერის განცხადებით, ის  გულგატეხილი და შოკირებულია. თუკი მას ლოპესთან შერიგების იმედი ჰქონდა, ახლა ეს იმედიც გაუქრა.

„მას ვერ წარმოუდგენია, რომ მათი დაშორებიდან სულ ცოტა ხანში ლოპესმა მისი შემცვლელი იპოვა, თანაც ვინ, ადამიანი, რომელმაც ის ფაქტობრივად საკურთხეველთან მიატოვა“, – ამბობს ინსაიდერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები