LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექსანდრე ჯეჯელავა : 2-3 წელიწადში მასწავლებლის სახელი უნდა ქუხდეს ქვეყანაზე

40

ალექსანდრე ჯეჯელავა მასწავლებლებს ბოდიშს უხდის „ყველა იმ უბედურებისთვის, რაც მის ადგილას მდგომებმა დამართეს“. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დღეს საჯარო სკოლების საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური მიმართულების პედაგოგებს შეხვდა.

”გადავწყვიტე, რომ ყველას, სათითაოდ მოგიხადოთ ბოდიში – მე პირადად, ყველა იმ უბედურებისთვის, რაც ჩემს ადგილას მდგომებმა დაგმართეს. მე ამ წუთას პიროვნება არ ვარ, ეს არის თანამდებობა. ამ სკამს, რომელზეც მე ვზივარ, იმ სკამთან, რომელზეც თქვენ ზიხართ, ეკუთვნის ”დიდი, დიდი, დიდი ბოდიში” და ამ ბოდიშს მე გიხდით. ვაპირებ დაინახოთ, ეს არ არის ერთხელ სათქმელი. სპეციალურად ვცადე, რომ დღეს გაშუქება, პრესა არ ყოფილიყო, რომ ამას ეპატაჟური შესახედაობა არ ჰქონოდა. ბოდიშს გიხდით, რომ ჩვენ, ჩემნაირებს ვგულისხმობ, მოვახერხეთ მასწავლებლის დისკრედიტაცია. მისი პრესტიჟის დაგდება, მშობლის, ბავშვის, ადმინისტრაციის, ფაქტობრივად, ყველას წინაშე”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მინისტრს მასწავლებლებმა სიტყვა რამდენჯერმე ტაშით გააწყვეტინეს.

ჯეჯელავა პირობას დებს, რომ 2-3 წელიწადში ”მასწავლებლის სახელი უნდა ქუხდეს ქვეყანაზე”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g