LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექსანდრე ჯეჯელავა: “სისხლის სამართლის კოდექსს ცოლად მოყვანა- არ მოყვანა არ აინტერესებს”

94

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სისხლის სამართლის კოდექსს ცოლად მოყვანა- არ მოყვანა არ აინტერესებს და ამიტომ სისხლის სამართლებრივი დევნა გაგრძელდება. ამის შესახებ ჯეჯელავამ იმერეთის რეგიონში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გააკეთა. იმერეთის რეგიონში მანდატურმა 15 წლის მოსწავლესთან სქესობრივი კავშირი დაამყარა. ის სამსახურიდან გაათავისუფლეს.

„მანდატურის სამსახურმა ძალიან ბევრი უბედურობა აგვაცილა. ძალადობა სკოლებში შემცირებულია. ეს ერთ-ერთი საამაყო სამსახურია, რომელიც ადრე შეიქმნა და ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაიხვეწა, გახდა უფრო ჰუმანური და დაუახლოვდა სკოლის ადმინისტრაციას. მე ვფიქრობ, შემდგომი განვითარება წავა ჰარმონიულად, ცალკეული შემთხვევები , რა თქმა უნდა, ნებისმიერ სისტემაშია: პოლიციაში, ჟურნაალისტებში ხდება ცუდი რაღაცეები და პროფესიის გამო, ნდობა არ უნდა შეილახოს“.  – განაცხადა ჯეჯელავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g