ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, რუსეთი და ბელარუსი თებერვლის დასაწყისში ერთობლივ სამხედრო წვრთნას გეგმავენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Reuters ავრცელებს.
„ჩვენ ვგეგმავთ წვრთნების დაწყებას თებერვალში. დანიშნეთ ზუსტი თარიღი და შეგვატყობინეთ, რომ უცებ არ დაგვადანაშაულონ ჯარის შეკრებაში ისე, თითქოს ომში წასასვლელად ვემზადებით“, – მიმართა პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრს.
ლუკაშენკოს თქმით, წვრთნები ქალაქის სამხრეთ და დასავლეთ საზღვარზე ჩატარდება.
ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა 9,5 მილიონიანი მოსახლეობით, სამხრეთით უკრაინას, ხოლო დასავლეთით ნატო-ს წევრ პოლონეთს და ლიეტუვას ესაზღვრება.