”ალექსეი ნავალნის დაკავება, მხოლოდ ხაზს უსვამს მის მიერ გაჟღერებული ბრალდებების გამოძიების აუცილებლობას იმასთან დაკავშირებით, რომ იგი სახელმწიფო აგენტებმა მოწამლეს, რომლებიც უმაღლესი დონის ბრძანებით მოქმედებდნენ”. ამის შესახებ, Amnesty International-ის მოსკოვის ოფისის დირექტორმა, ნატალია ზვიაგინამ, მისივე განცხადებაში აღნიშნა.
მისი თქმით, ნავალნის დაპატიმრება კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ რუსეთის ხელისუფლება მის გაჩუმებას ცდილობს. ”ნავალნის დაკავება ხაზს უსვამს მის მოწამვლასთან დაკავშირებული საქმის გამოძიების აუცილებლობას. Amnesty International-ი ალექსეი ნავალნის სინდისის პატიმრად მიიჩნევს და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს”. – აცხადებს, ზვიანგინა.
ის მოითხოვს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ის დაკავებულებიც, რომლებიც ალექსეი ნავალნის აეროპორტი ელოდებოდნენ.
”მოსკოვში, ვნუკოვოს აეროპორტში დაკავებული ალექსეი ნავალნის ყველა მხარდამჭერი და ჟურნალისტი დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გათავისუფლდნენ. მათი ერთადერთი დანაშაული ის არის, რომ სურდათ ალექსეი ნავალნის მისალმებოდნენ, ან მისი რუსეთში ჩასვლა გაეშუქებინათ”. – აღნიშნულია, განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნებული რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, ”შერემეტიევოს” აეროპორტში დააკავეს. ის ბერლინის კლინიკაში სამკურნალოდ ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ გადაიყვანეს.
https://twitter.com/lizafoht/status/1350808728354877440?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1350808728354877440%7Ctwgr%5E%7Ctwcon%5Es1_&ref_url=https%3A%2F%2Fnetgazeti.ge%2Fnews%2F512410%2F