LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექსეი რეზნიკოვი: რუსი ნაცისტები პასუხს აგებენ  – ფრაზა, „მე მხოლოდ ბრძანებას ვასრულებდი“, ნიურნბერგის სასამართლო პროცესზე, ვერცერთ დამნაშავეს გადაარჩენს

136
ალექსეი რეზნიკოვი

წარუმატებელი „ბლიცკრიგი“ წარმატებული ნიურნბერგით დასრულდება და ფრაზა, „მე მხოლოდ ბრძანებას ვასრულებდი“, ნიურნბერგის სასამართლო პროცესზე, ვერცერთ დამნაშავეს გადაარჩენს“– ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც უკრაინის თავდაცვის მინისტრი აღნიშნავს, უკრაინის ქალაქ გოსტომელში, კვლავ უკრაინული დროშა ფრიალებს.

„გმირი ქალაქი გოსტომელი. მრავალსაუკუნოვანი, დიდებული ისტორიით. მას ჰქონდა საკუთარი ნება და არჩევანის უფლება, ის, რაც რუსეთს ჯერ კიდევ არ აქვს და ის, რასაც რუსები ვერასოდეს გაიგებენ. დღეს, ქალაქის თავზე კიდევ ერთხელ ფრიალებს ჩვენი სახელმწიფო დროშა. ჩვენმა ჯარისკაცებმა მტერი კიევის რეგიონიდან განდევნეს. ის ტკივილი, რომელსაც აქ ჩვენი ხალხი განიცდის, წარმოუდგენელია, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ჩვენი საერთო ეროვნული ოცნება ახდება.

ყველაფერს აღვადგენთ და ავაშენებთ და ყველა, ვინც კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულშია ჩართული, მათ შორის კრემლის მთავარი მოქმედი პირები, პასუხს აგებენ არა მხოლოდ უკრაინელი ხალხის წინაშე, არამედ საერთაშორისო სასამართლოს წინაშეც.

რუსი ნაცისტები პასუხისმგებელი იქნებიან ყველა უკრაინელის სიცოცხლეზე, რომელიც მათ წაართვეს. წარუმატებელი „ბლიცკრიგი“ წარმატებული ნიურნბერგით დასრულდება და ფრაზა, „მე მხოლოდ ბრძანებას ვასრულებდი“, ნიურნბერგის სასამართლო პროცესზე, ვერცერთ დამნაშავეს გადაარჩენს.“– წერს რეზნიკოვი.

სატელიტიდან გადაღებული ფოტოები: უკრაინის ქალაქ ბუჩაში მასობრივი საფლავებია გათხრილი

უკრაინა ამბობს, რომ კიევის მახლობლად მდებარე ქალაქებში 410 ცხედარი იპოვეს – Reuters

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g