LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექსი პეტრიაშვილი: სხვა ემოციაა, როდესაც ხარ კიევში, ხედავ გამარჯვების ურყევ რწმენას, როცა ნახულობ ჩვენს მებრძოლ ბიჭებს!

147
ბუკა პეტრიაშვილი

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო ყოფილი მინისტრი და დიპლომატი, ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი უკრაინაში გაემგზავრა.

პოლიტიკოსი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და საზოგადოებას ემოციებს უზიარებს:

„სალამი მეგობრებო! სხვა ემოციაა, როდესაც ხარ კიევში, ხვდები ხალხს და ხედავ გამარჯვების ურყევ რწმენას! სხვა ემოციაა, როცა ნახულობ ჩვენს მებრძოლ ბიჭებს!

მძიმეა, როდესაც პატივს მიაგებ მათ დაღუპულ თანამებრძოლებს, რომლებმაც ზუსტად იცოდნენ, რომ უკრაინასთან ერთად, საქართველოსაც იცავდნენ რუსული ურდოსგან!
უკრაინა იქნება უმაგრესი ევროპული სახელმწიფო! ამ ერს რუსული ურდო ვერ მოერევა! გამორიცხეთ ეს!“ – წერს ბუკა პეტრიაშვილი Facebook-ზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g