ორი ცნობილი ბრაზლილიელი ლამაზმანი, ადრიანა ლიმა და ალესანდრა ამბროსიო ბრაზილიის ოლიმპიადას გააშუქებენ. ცნობილი ”ანგელოზები” ტელეარხ NBC-ის საინფორმაციო გამოშვების კულტურის კორესპონდენტებად მოგვევლინებიან.
სუპერმოდელები ტელემაყურებლებს ბავშვობისდროინდელ ისტორიებს მოუყვებიან, აჩვენებენ რიოსა და მშობლიურ ქალაქებში მათ საყვარელ ადგილებს და ბრაზილიური სამზარეულოს რამდენიმე საიდუმლოსაც გაამხელენ.