12 წლის გულშემატკივარს, რომელიც სიმსივნითაა დაავადებული, სერია ა-ს მატჩზე ”ნაპოლის” ტრიბუნების აყოლიება ანდეს.
მგრძნობიარე ჟესტი ”აძურის” ულტრასებისგან.
”ნაპოლის” ქომაგებმა 12 წლის ალესიოს ოცნება აუსრულეს, რომელიც ამჟამად საშინელ დაავადებას ებრძვის. იტალიის ჩემპიონატის მე-10 ტურის შეხვედრაში ”ემპოლის” წინააღმდეგ ბიჭი ულტრასების ლიდერის როლში გამოვიდა. სწორედ ალისიო იწყებდა ყველა შეძახილს და სიმღერას ”სან პაულუს” B ტრიბუნიდან და ასე იყოლიებდა გულშემატკივრებს.
”ნაპოლიმ” იმ საღამოს 2:0 მოიგო, დღეს საღამოს კი თავის დაუძინებელ მტერს ”იუვენტუსს” ეთამაშება სტუმრად, ტურინში.


 
				 
															
 
 
 
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
 