Alfa Romeo-მ კუპე 4C-ზე უარი თქვა. იტალიურმა ავტომწარმოებელმა გეგმები შეცვალა, თუმცა ეს მოდელის ღია მოდიფიკაციას არ ეხება.
პორტალ “Carsalesbase”-ის ინფორმაციით, ორკარიან სპორტქარზე მოთხოვნა ყოველწლიურად ეცემა. მაგალითად, თუკი 2015 წელს მოდელის 663 ეგზემპლარი გაიყიდა, 2016 და 2017 წელს მათზე მოთხოვნა 492 და 406-მდე დაეცა. რაც შეეხება ევროპას, იმავე პერიოდში კუპეს 1047, 1179 და 871 ეგზემპლარები გაიყიდა. ამასთან, აღსანიშნავია რომ მოდელის ღია ვერსია ბაზარზე კვლავ დარჩება და მოთხოვნა მის შემთხვევაშიც არც თუ ისე დიდია. რაც შეეხება ფასს, ის 65 ათასიდან 66 900-მდე გაიზარდა. კუპე Alfa Rome 4C ავტომოყვარულებმა პირველად 2013 წელს იხილეს, მოდელს 240 ძალის ტურბოძრავი აქვს და ის სპორტული პაკეტითაცაა უზრუნველყოფილი.