LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Alfa Romeo-ს სუპერქარის ელექტრონული ვერსია მყიდველებს არ მოეწონათ

117
alfa-romeo

სუპერქარის Alfa Romeo 33 Stradale-ს მყიდველებს ელექტრონული ვერსია არ მოეწონათ. ლიმიტირებული სუპერქარი ბრენდის უკანასკნელი მოდელი იქნება შიდა წვის ძრავით და ყველა შემდეგი სიახლე მხოლოდ ელექტრონული აგრეგატით აღიჭურვება. თუმცა, როგორც გაირკვა იტალიური ბრენდის გადაწყვეტილება ყველა შეძლებულ კლიენტს როდი მოეწონა. მყიდველთა უმრავლესობამ უპირატესობა ბენზინის ტურბოძრავს მიანიჭა და სამ ელექტრო ძრავაზე უარი განაცხადა.

Alfa Romeo-ს უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა ლარი დომინიკმა აღნიშნა, რომ ოფიციალურ პრემიერამდე მხოლოდ 33 ავტომობილი გაიყიდა. ყველა მყიდველს ჰქონდა არჩევანი თავისი სუპერქარი –  620 ძალის 3,0 ლიტრის ბენზინის ტურბოძრავით, ანდაც სამ ძრავიანი 750 ცხენის ძალის მქონე ელექტრონული აგრეგატით დაეკომპლექტებინა.

თანამედროვე ტექნოლოგიებით ბევრი არ დაინტერესებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები