LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალიგატორმა ქუჩა ზებრა გადასასვლელით გადაკვეთა

127

აშშ-ში, ფლორიდაში გამვლელებმა დააფიქსირეს ალიგატორი, რომელიც ზებრაზე გადადიოდა. „დისციპლინირებული ფეხითმოსიარულეს“ ფოტო „ფეისბუქზე“ პოლიციის ადგილობრივი განყოფილების თანამშრომლებმა განათავსეს.

სურათის კომენტარში აღნიშნულია, რომ ალიგატორი 1.5 მეტრზე მეტი სიგრძის იყო. თავდაპირველად ის გზაზე დაწვა, შემდეგ კი ბუჩქებისკენ გაეშურა.  პოლიციამ შეაჩერა საგზაო მოძრაობა, რათა ალიგატორს გზის უსაფრთხოდ გადაკვეთა შეძლებოდა.

ფლორიდაში ალიგატორი მაისშიც დააფიქსირეს, უზარმაზარი ალიგატორი გოლფის მოედანზე დასეირნობდა.

0″

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები