LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალისა, რომელმაც კიბოსთან ბრძოლის უახლესი მეთოდით მწვავე ლეიკემია დაამარცხა, უკვე სახლშია და სკოლისთვის ემზადება

198
page

დიდი ბრიტანეთის „დიდი ორმონდის ქუჩის საავადმყოფო“, რომელიც ლიდერია ბავშვთა პათოლოგიების მკურნალობისა და სიახლეების დანერგვის ნაწილში, პატარა ალისას შესახებ ახალ პოსტს ავრცელებს. ჯერ კიდევ 11 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ალისა გახდა ლეიკემიის უმძიმესი ფორმით დაავადებული  პირველი გოგონა მსოფლიოში, რომელზედაც ექიმებმა კიბოსთან ბრძოლის უახლესი მეთოდი ანუ გენური ინჟინერია გამოიყენეს. სპეციფიკური ლიმფოციტების ჩანაცვლების გზით სიმსივნური უჯრედების განადგურება მოხდა, რაც მედიცინის უდიდესი გარღვევაა.

საინტერესოა, რომ ალისას შემთხვევაში ყველა ტიპის მკურნალობა უშედეგო იყო და ის პალიატიური მეთვალყურეობისთვის იყო განწირული. უკვე დღეს „დიდი ორმონდის ქუჩის საავადმყოფო, სადაც ეს პროცედურა ჩატარდა, სიამაყით გვატყობინებს, რომ პატარა ალისა უკვე სახლშია და სკოლისთვის ემზადება:

„ალისას დაავადებამ უკან დაიხია, ჩვენ ვაგრძელებთ მონიტორინგს, მაგრამ ახლა ის სახლშია და უკვე სკოლისთვის ემზადება“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g