ალისია ვიკანდერმა და მაიკლ ფასბენდერმა ახალი ფილმი „სინათლე ოკეანეში“ ლონდონში წარადგინეს. წყვილი ერთად გამოჩნდა წითელ ხალიჩაზე, სადაც მათ უამრავი ჟურნალისტი დახვდა. მსახიობებმა გულუხვად დაარიგეს ავტოგრაფები, ბევრი იპოზიორეს პაპარაცებთან და ფანებთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. მიუხედავად იმისა, რომ ვიკანდერი და ფასბენდერი რეალურ ცხოვრებაში შეყვარებულები არიან, საკუთარი ურთიერთობის აფიშირებას საჯაროდ ყოველთვის ერიდებიან.
ალისია ვიკანდერი ბრწყინავდა Louis Vuitton-ის ლურჯ კაბაში, რომელიც ყვავილებით იყო დაპრინტული. პრემიერაზე ასევე იმყოფებოდა პატარა მსახიობი ფლორენს კლერი, რომელიც ფილმში ვიკანდერისა და ფასბენდერის შვილს განასახიერებს. გოგონა პრემიერაზე მშობლებთან ერთად მივიდა და ფასბენდერთან და ვიკანდერთან ერთად ფოტოებიც გადაიღო.