მაიკლ ფასბენდერმა და ალისია ვიკანდერმა გადაწყვიტეს, ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. წყვილმა დაქორწინება გადაწყვიტა. ქორწილი მომდევნო თვეში იბიცაზე გაიმართება. ამ ეტაპზე ღონისძიების დეტალები მკაცრად გასაიდუმლოებულია.
შეგახსენებთ, რომ წყვილის რომანი 2014 წელს დაიწყო ფილმის „სხივი ოკეანეებს მიღმა“ გადაღებების დროს, სადაც ისინი მთავარ როლებს ასრულებენ. გასულ თვეს ისინი ლონდონში ერთად გადავიდნენ საცხოვრებლად. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ვიკანდერი „ლარა კროფტის“ გადაღებებში მონაწილეობს.