LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალისია ვიკანდერს ანჯელინა ჯოლისთან მსგავსების ეშინოდა

60

28 წლის ალისია ვიკანდერმა ლარა კროფტის ახალ ფილმში მთავარი როლი შეასრულა. ვარსკვლავის თქმით, მას ძალიან ეშინოდა ამ როლის, რადგან ანჯელინამ საკამოდ მაღალი ხარისხი აჩვენა და ახალგაზრდა მსახიობს ამ „ორთაბრძოლაში“ საკუთარი სიტყვა უნდა ეთქვა.

„როდესაც ამ როლზე დედას ვუამბე, მას ასეთი რეაქცია ჰქონდა: „ანჯელინამ თავისი საქმე ნამდვილად გააკეთა!“. ეს სიტყვები კიდევ ერთხელ ამტკიცებდა, რომ რაღაც ახალი უნდა შემექმნა.

მიყვარს მსხვილი პროექტები, ასეთი რანგის ფილმში მონაწილეობა აქამდე არასოდეს მიმიღია. ძალიან ბევრი ვივარჯიშე, ხოლო როდესაც საკუთარი წონა დავიმორჩილე, უზომოდ ბედნიერი ვიყავი“- იხსენებს ვარსკვლავი.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის ვიკანერს უკვე აქვს „ოსკარი“ ფილმით „გოგონა დანიიდან“ კატეგორიაში „ქალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი“.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g