LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ალიტალია” თავის ერთგულ მომხმარებლებს ბრილიანტებს აჩუქებს

23

“ალიტალია”  თავის ერთგულ მომხმარებლებს ბრილიანტებს აჩუქებს. უფრო ზუსტად კი, ავიაგამზიდმა საინტერესო აქცია დაიწყო. ის ადამიანები, ვინც 7 თებერვლამდე ორ ან მეტ ბიზნეს კლასის ბილეთს შეიძენს, საიუვილერო ბუტიკისგან 300 ევროს ღირებულების საჩუქარს მიიღებს. სასაჩუქრე ვაუჩერის განაღდებას მგზავრები ევროპის რამდენიმე ქალაქში – მილანში, რომში, ფლორენციაში, ვენეციაში, პარიზსა და ლონდონში შეძლებენ. საინტერესო აქცია 1-დან 7 თებერვლამდე გაგრძელდება, დაგეგმილი ფრენა კი მაქსიმუმ 30 ივნისამდე უნდა იყოს. საინტერესოა, რომ იტალიის ავიახაზების შემოთავაზებამ ძალიან ბევრი ადამიანი დააინტერესა და უკვე ასობით ბილეთიც დაიჯავშნა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები