LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალპინას რიგით მეორე ავტომობილი კროსოვერი იქნება

36

კომპანია „ალპინა“ საავტომობილო ბაზარზე რიგით მეორე ავტომობილის გამოსაშვებად ემზადება, რომელიც როგორც ირკვევა ყველგანმავალი იქნება. თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ რიგით პირველი მოდელი,  „GT Spirit“ საავტომობილო ბაზარზე წარმატებას მიაღწევს.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, კროსოვერის მოდელზე კომპანია აქტიურად მუშაობს და თუ ყველაფერი ისე წარიმართება როგორც მათ სურთ, ავტომობილის დებიუტი 2018 წელს შედგება.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ კომპანიამ პირველი სადებიუტო სპორტული ავტომობილის კონცეპტი “GT Spirit” „ლე-მან“-ზე წარადგინა. რომლის სიმძლავრეც 250-დან 300 ცხენის ძალამდეა, ხოლო ძრავი 1,6-დან, 1.8-მდე. ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია. თუმცა, კომპანიის მესვეურები ამბობენ, რომ ორივე ავტომობილს მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაყიდიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები