“ალტ-ინფოს”მხარდამჭერებმა ევროკავშირის დროშა დაწვეს.
აქციის მონაწილეები ევროკავშირის ოფისთან მსვლელობით მივიდნენ და სკანდირებდნენ სიტყვებს “საქართველოს გაუმარჯოს”
შეკრებილებმა ადგილზე საქართველოს დროშა გაშალეს და აღნიშნეს რომ ეს დროშა უნდა დაიცვან.
მათ ევროკავშირის ელჩს მიმართეს შეძახილებით: “წადი, წადი”. აქციის მონაწილეების თქმით, თუ ევროპას საქართველოსთან მეგობრობა უნდა “ქართველი ხალხი ისეთი უნდა მიიღოს როგორიც არის”.
მანამდე, აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისთან იმყოფებოდნენ, სადაც პარლამენტთან გამართული აქციის შემდეგ მივიდნენ.