რუსთაველის გამზირზე მოძალადე, ჰომოფობიური ჯგუფები დაკავებული თანამოაზრეების მხარდამჭერ აქციას მართავენ. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თავის დაწვა სცადა. მან ბენზინი გადაისხა და ცეცხლიც წაიკიდა.
შემდეგ კი პარლამენტის შენობის წინ მდებარე შადრევანში, წყალში ჩავიდა.
არსებული ინფორმაციით, „კაცს არ უნდა ცოდვილ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ლგბტქ ადამიანებს იცავენ“.
ადგილზე გამოძახებულია სასწრაფო დახმარება.
ალტ-ინფოს ინფორმაციით, ლიდერები ზურაბ მახარაძე და შოთა მარტინენკო დააკავეს