LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ალტერსოქსის” წინდები იტალიაში გაიყიდება: “ხანდახან ჩვენც გვიჭირს დაჯერება”

206
altersocks

ქართული კომპანია “ალტერსოქსი” წინდების სპეციალურ კოლექციას იტალიაში გაგზავნის. როგორც “ფორტუნასთან” საუბრისას, კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი რეზი ბესელაშვილი ამბობს, პირველ ეტაპზე კომპანია ექსპორტზე 12500 წყვილს გაგზავნის.

“ჩვენი ახალი პარტნიორი არის იტალიიდან, კერძოდ ტოსკანას რეგიონიდან. ჩვენი წინდები გაიყიდება პიზას, ფლორენციის და მიმდებარე რეგიონის ტურისტულ ცენტრებში. პირველ ეტაპზე იგზავნება როგორც “ალტერსოქსის” არსებული მოდელები, ასევე, ჩვენი პარტნიორი დიზაინერის მიერ დამზადებული წინდები. დაახლოებით, 12500 წყვილი გაიგზავნება. ეს არის პირველი საცდელი პარტია და იმედი გვაქვს, რომ ეს რაოდენობა გაიზრდება, როდესაც ტურისტული სეზონი აქტიურად დაიწყება”, – ამბობს “ფორტუნასთან” რეზი ბესელაშვილი.

როგორც რეზი ბესელაშვილი ამბობს, წინდების ფასი, სავარაუდოდ, 6-7 ევროს ფარგლებში იქნება.

“ხანდახან ჩვენც გვიჭირს იმის დაჯერება, რომ პიზის, ფლორენციის და სხვა ქალაქების სუვენირების მაღაზიებში და ქუჩებში მოსეირნე ადამიანებს ალტერსოქსის ფერადი წინდები შემოხვდებათ.

თანაც, გვახარებს, რომ ამ უამრავ ადამიანს წინდის იარლიყზე დაბეჭდილი “Made in Georgia”-ც აუცილებლად შეახსენებს ჩვენს პატარა ქვეყანას”, – ამბობს “ალტერსოქსის” თანადამფუძნებელი ნინა მენთეშაშვილი.

 

“ალტერსოქსი” PORSCHE-სთვის წინდებს ამზადებს: “მაქსიმუმ 10 დღეში პროდუქციას შვეიცარიაში გავგზავნით”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g