LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ალტერსოქსი” PORSCHE-სთვის წინდებს ამზადებს: “მაქსიმუმ 10 დღეში პროდუქციას შვეიცარიაში გავგზავნით”

230
ალტერსოქსი

ქართული კომპანია “ალტერსოქსი” შვეიცარიის ქალაქ ბერნში PORSCHE-ს ოფიციალურ ცენტრს წინდებს უმზადებს. როგორც “ფორტუნასთან” საუბრისას, კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი რეზი ბესელაშვილი ამბობს, ავტომობილების მწარმოებელი გერმანული კომპანია “ალტერსოქსს” თავად დაუკავშირდა.

“რამდენიმე წლის წინ შვეიცარიის ერთ-ერთ რეგიონში ტრადიციულ ლუდსახარშთან თანამშრომლობა დავიწყეთ. მეოთე წელია მათ ვუმზადებთ და ვუგზავნით წინდებს. ჩვენი პროდუქციის შესახებ მათგან ქალაქ ბერნთან ახლოს მდებარე მეღვინეობამ შეიტყო, მათაც გავუგზავნეთ წინდები. PORSCHE-ს ცენტრმა სწორედ ამ მეღვინეობისგან გაიგო, რომ პატარა ქართული კომპანია ამზადებს წინდებს.

ცენტრიდან თავად მოგვწერეს, რომ პატარა ქვეყანასთან და სტარტაპულ ბიზნესთან თანამშრომლობა უნდოდათ. გავგზავნეთ ნიმუშები, დავიწყეთ ქსოვა და მაქსიმუმ 10 დღეში პროდუქციას შვეიცარიაში გავგზავნით. იარლიყზე PORSCHE-ს და “ალტერსოქსის” ლოგოები იქნება განთავსებული. წინდას ეწერება PORSCHE-ს სლოგანი: “ჩვენ ვტოვებთ კვალს”. პროდუქცია, სავარაუდოდ  თანამშრომლებისთვის და PORSCHE-ს მფლობელი კლიენტებისთვის არის განკუთვნილი“, – გვიყვება რეზი ბესელაშვილი.

 

“პირველი თამაში გავიტანეთ ექსპორტზე, ეს არის სამაგიდო თამაში გერმანიის ცხენოსნობის ასოციაციისთვის ” – “თამაშობანა” საერთაშორისო გამოფენის შესახებ

“ადგილობრივ ბაზარს ახასიათებს არასტაბილურობა… კადრების გაორმაგება შეგვიძლია – სად გეგმავს “ნიკოლი” ექსპორტის გაზრდას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g