LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალუდა ღუდუშაური: ელენე ხოშტარია ალბათ პირველი იქნება ვინც ჩაფრინდება და რუსეთიდან რუბლებს პირდაპირ „ქეშად“ აიღებს

277
ღუდუშაური და ელენე ხოშტარია

„ამ პროცესებმა ლუსტრაცია მოახდინა, ვისაც ნიღაბი ჰქონდა, ყველას ჩამოძვრა – საზოგადოებამ დაინახა, ვინ ვინ არის“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის საკითხს გამოეხმაურა.

ღუდუშაურმა კომენტარი გააკეთა პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიერ ამ საკითხზე აქციის დაანონსებაზე და აღნიშნა, რომ „პირველი ალბათ ეგ იქნება, ვინც ჩაფრინდება და პირდაპირ რუსეთის ფედერაციიდან რუბლებს „ქეშად“ აიღებს“.

ვოლსკი: უნდა ვიმოქმედოთ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე, ისევე როგორც უკრაინა, როცა რუსული გაზის უშველებელ რაოდენობას თავის ტერიტორიაზე ატარებს 

„არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ნებისმიერი ქვეყანა, მათ შორის რუსეთი, გარკვეულ პოლიტიკურ დატვირთვასაც აძლევს გადაწყვეტილებას.“

„ელენე ხოშტარია რომ რუბლებს რუსეთის ფედერაციიდან იღებს, როგორც ჩანს, კურსთან დაკავშირებით ნერვიულობს, დამშვიდდეს, დაწყნარდეს, თუ ფრენები იქნება აღდგენილი, პირველი ალბათ ეგ იქნება ვინც ჩაფრინდება და პირდაპირ „ქეშად“ აიღებს რუსეთის ფედერაციიდან რუბლებს.

იმ ჯგუფების მხრიდან რაიმეს გაპროტესტება, რომლებიც რეალობას აცდენილები არიან და პირდაპირ რადიკალურ პოლიტიკური ჯგუფების ბანაკში არიან, თვალი მოვკარი პარლამენტთან (აქციაზე) იმ ადამიანებს, ვინც სხვადასხვა კონკურსში იღებდა მონაწილეობას და ცდილობდა პარლამენტისთვის ობიექტურობა დაემტკიცებინა, თქვენ ხედავთ ამ ადამიანებს ყველა პოლიტიკურ აქციაზე.

ამ პროცესებმა კიდევ უფრო მეტი ლუსტრაცია მოახდინა და ვისაც ნიღაბი ჰქონდა, ყველას ჩამოძვრა, საზოგადოებამ დაინახა, ვინ ვინ არის. საქართველოს მოსახლეობას რუსეთის ფედერაციისგან ცალმხრივად დადებული სანქციები ჰქონდა და ცალმხრივად მოეხსნა.

წულუკიანი: უვიზო მიმოსვლის აღდგენას საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი უმრავლესობა დადებითად შეხვდა.. დავიცავთ ყველა იმ სანქციას, რომელიც დასავლურ სამყაროს აქვს დაწესებული

ასეთ შემთხვევაში საქართველოს ალბათ, ერთადერთი გზა რჩება, რომ აეროპორტებში უნდა ჩავაყენოთ ალბათ, საპოლიციო დანაყოფები და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის იმ ნაწილს, ვინც რაიმე ფორმით, ოჯახით არის დაკავშირებული და უნდა რუსეთის ფედერაციაში წავიდეს გამარტივებულად, ამ პირებს უნდა ავუკრძალოთ ეს და ვუთხრათ, რომ მესამე ქვეყნის გავლით უნდა წავიდნენ, ეს არის საფუძველს მოკლებული.

გიორგი ვაშაძე რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდებდა ბინა არ გაექირავებინათ რუსეთის მოქალაქეებზე, თავად იყო ჩართული ამ პროცესებში. თუ ვინმე რაიმეს აპროტესტებს, უნდა გესმოდეთ, რომ ასეთი პირები არიან ხოლმე სწორედ ამ ყველაფერში ჩართული.“ – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 10 მაისს გააუქმა. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შესაბამისი განკარგულება 15 მაისიდან ამოქმედდა. საქართველო-რუსეთს შორის ავიამიმოსვლას კომპანია Azimuth Airlines განახორციელებს.

ავიაკომპანია „აზიმუტმა“ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ვებგვერდზე გამოქვეყნებული ქვეყნების სიიდან ამოიღო

 

გამოყენებულია „ინტერპრესნიუსის“ ფოტო
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები