LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალუდა ღუდუშაური სანქციებზე: „სელფებს ყაზბეგში გადავიღებ“

226
Untitled design

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკის განხორციელებას „ქართული ოცნების“ დეპუტატი ალუდა ღუდუშაური ეხმაურება.

„ქვეყნის დამოუკიდებლობა არანაირ ვიზაზე არ იყიდება. ამისთვის ვიზაზე უარი კი არა, სიკვდილზე წავსულვართ ქართველები, რომლებიც, როგორც ჩანს, ვერა და ვერ გაგვიცნეს!“- მამუკა მდინარაძე

პარლამენტის ფოიეში, ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს ალუდა ღუდუშაური მცირე პასუხებით გამოეხმაურა.

„სელფებს ვეღარ გადაიღებთ ამერიკაში, ბატონო ალუდა“, – ჟურნალისტის აღნიშნულ რეპლიკაზე ალუდა ღუდუსაურმა განაცხადა: „ყაზბეგში გადავიღებ“.

კითხვაზე, თუ რას ფიქრობს, რადგან ამერიკაში ვეღარ წავა, ალუდა ღუდუშაურმა აღნიშნა: „ძალიან კარგი, ძალიან კარგი”.

ირმა ზავრადაშვილი: „ერთ სანქციებს როგორმე ჩვენც ავიტანთ, მზად ვართ ყველანაირი სანქციებისთვის, მეც და ჩემი ოჯახიც“

ცნობისათვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკის განხორციელებას იწყებს – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადების მიხედვით, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებლები ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე.

ამავე თემაზე:

ნინო წილოსანი: „თუკი საკითხი ასე დგას: ქვეყნის ინტერესების დათმობა ან სანქციები, პასუხი ერთმნიშვნელოვანია – ვამაყობ რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანას“

„რაც იქნება, ის იქნება, შიში რას ნიშნავს, რისი უნდა შემეშინდეს.. ისწავლეს ჩემმა შვილებმა უკვე საქართველოში“ – ირაკლი მეძმარიაშვილი

„თუკი მე, ხუთი შვილის მამას ჩემს ქვეყანაში ღირსეულად გადაადგილება, ოჯახის სიწმინდის დაცვა და მრავალსაუკუნოვანი ქართული ტრადიციების დაცვა რომელიმე ქვეყანაში არწასვლის ფასად უნდა დამიჯდეს, შემირცხვენია ის ქვეყანა და იმ ქვეყნის პოლიტიკოსი, რომელმაც ამ დილემის წინაშე დამაყენა“ – ლევან მგალობლიშვილი 

„ეს არის აშშ-ის მხრიდან ქართველი ხალხის მხარდაჭერის მორიგი ნაბიჯი.. ბევრი უთმინეს, ბევრი რამ სცადეს და ბოლოს მივიდნენ იქ, საიდანაც უკან შემობრუნების გზა ივანიშვილს და მის რეჟიმს არ აქვს“ – ოპოზიცია აშშ-ის მიერ სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადებას აფასებს

magti 5g